ტყე და მისი დიდი მნიშვნელობა
პროექტის თემა: პროექტის მეშვეობით მინდა წარმოვადგინო ტყის დიდი მნიშვნელობა,სარგებლობა,მისი დაცვა და შენარჩუნება.
მინდა წარმოვადგინო თუ რა გაგვიკეთებია სკოლაში ბავშვებთან ერთად ამ თემის ირგვლივ. მოვუწოდო მკითხველს გაეცნოს თემასთან დაკავშირებულ ლიტერატურულ მასალას და შთამბეჭდავ ლოზუნგებს.
ამით მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ტყისადმი მზრუნველობის უნარ-ჩვევები,დარგული ხეების მოვლის უნარ-ჩვევები,განასხვავებს ადამიანის მიერ განხორციელებულ სასარგებლო და საზიანო ქმედებებს,მონაწილეობას მიიღებენ ხის დარგვაში.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები:
ზოგადი: რა სჭირდებათ ცოცხალ ორგანიზმებს გადარჩენისთვის?
რას ნიშნავს ,,ტყის დაზოგვა უნდა ვისწავლოთ?"
თემატური: შეძლებენ ადამიანები და ცხოველები მცენარეების გარეშე ცხოვრებას?
რატომ არის მნიშვნელოვანი მცენარეების დარგვა?
რა არის მოსალოდნელი თუ ტყეები განადგურდება?
შინაარსობრივი: რატომ არის უხვად წყალი სადაც ბევრი ტყეა?
ტყის ბევრი სიკეთიდან რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი?
No comments:
Post a Comment